ჩვენ შესახებ

2014 წელს, KTW ჯგუფმა განახორციელა ინვესტიცია ახალი მიმართულებით და ააშენა ორი ხილის გადამამუშავებელი საწარმოო ქარხანა დასავლეთ საქართველოში (ქედასა და ჩოხატაურში), რომლებიც ექსპულატაციაში შევიდა 2015 წლის სექტემბერში „ნენა“-ს სავაჭრო ნიშნით. ზემოთხსენებული საწარმოები შესაძლებელს ხდის მოამარაგონ ევროპული სტანდარტებით დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციით როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრები. 

„ნენა“-ს სავაჭრო ნიშნით წარმოდგენილი პროდუქცია აერთიანებს კომპოტის, მურაბის, ჯემის, ნექტრის, ასევე საწებლის ნაირსახეობებს, რომელთა შორის განსაკუთრებულ ადგილს ნამდვილი ქართული წარმოშობის ტყემალი და აჯიკა იკავებს. ასევე ახალ მიმართულებას - უმაღლესი ხარისხის ნატურალურ ქართულ თაფლს.

„ნენა“-ს პროდუცია არ შეიცავს ანტიბიოტიკებს, პესტიციდებს, გმო-ს და ქიმიურ დანამატებს, რომლებიც აკრძალულია საქართველოსა და ევროკავშირში

საქართველო ოდითგანვე ცნობილია ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, რომელიც  ხასიათდება გამორჩეული გემოვნური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით, „ნენა“-ს პროდუქცია არის თანამედროვე ტექნოლოგიების და ძველი საოჯახო რეცეპტების შერწყმის შედეგად მიღებული საუკეთესო მაგალითი, რომელიც ადგილობრივი ფერმერების მიერ დამუშავებული და მოყვანილი უმაღლესი ხარისხის ქართული, 100% ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება.

კომპანიის მიღწევები

7

ბრენდი

8

ქარხანა

3

მარანი

4

ღვინის მაღაზია

4

სასტუმრო

19

წლიანი

20

-ზე მეტ ქვეყანაში